ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2020-04-29 11:07:39

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]

XIX მიკრორაიონში, გზაჯვარედინზე, ერთმანეთს "მერსედესი"-სა და "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსები დაეჯახნენ. შეჯახების შედეგად ერთერთი მიკროავტობუსი გადატრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. მისი გადაყვამა კლინიკა რუსთავში მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.