რუსთავი ზუსტად 21:00 საათზე ჩაიკეტა

2020-04-28 21:00:48

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, 4 მსხვილ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლასა და გამოსვლაზე შეზღუდვა მანამ იმოქმედებს, სანამ მთავრობა კონკრეტულ თარიღს არ დაასახელებს.

"მანამ, სანამ მთავრობა არ იტყვის კონკრეტულ თარიღს, ეს ოთხი ქალაქი ისევ იქნება დაკეტილი ანუ ამ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა იქნება აკრძალული", — განაცხადა ნათია მეზვირშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე კომენდანტის საათი ძალაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, 22 მაისამდე რჩება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. აღნიშნულ ქალაქებში მთავრობამ, გამონაკლისის სახით, გადაადგილებაზე შეზღუდვები მხოლოდ 27 და 28 აპრილს მოხსნა.