შესაძლოა ქალაქში ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინფო რუსთავთან“, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ გააჟღერა. დეპუტატის თქმით, ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე მოლაპარაკება, უკრაინულ ჯგუფთან მიმდინარეობს. ქარხნის მშენებლობის შემთხვევაში ქალაქში, 70 000 000-ლარიანი ინვესტიცია განხორციელდება. განიხილება 2 ფეროგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაც. მოლაპარაკებები ჩინურ და უზბეკურ კომპანიებთან მიმდინარეობს.