რუსთავის მერიის ჩატბოტი შეიქმნა [video]

2020-04-28 16:08:15

რუსთავის მერიისა და რუსთავის ინოვაციური ჰაბის თანამშრომლობით რუსთავის მერიის ჩატბოტი შეიქმნა. [ვიდეო/video]

ინოვაციური საკომუნიკაციო პლატფორმის პრეზენტაცია მერიაში გაიმართა.

"მინდა მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს, ვინც ამ ბოტის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. UNDP-ის რა თქმა უნდა, ინოვაციების ჰაბისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროგრამის შემუშავებაში.

ძირითადი ფუნქცია ჩატბოტის არის ის სერვისები, რომელ სერვისებსაც გასცემს მუნიციპალიტეტი. მაქსიმალურად კითხვა-პასუხის რეჟიმში აუხსნას და გასცეს ის პასუხები, რომლებიც საინტერესოა ამა თუ იმ პირისთვის...

ეს თავისთავად კომუნიკაციის უფრო მეტ საშუალებას იძლევა, უფრო მეტ ინფორმაციას იღებს პირი, რომელიც მიმართავს მესინჯერის საშუალებით სიბოტს. შესაძლებლობა ექნება, მომზადებული მოვიდეს და უკვე ყველა საკითხზე ექნება ინფორმაცია თავიდან ბოლომდე, რა პროცედურები იქნება გასატარებელი. ეს კი გაუმარტივებს ურთიერთობას მუნიციპალიტეტთან",- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ჩატბოტის საშუალებით რუსთავის მერიის ფეისბუქ მესინჯერიდან შეგიძლიათ მიიღოთ კომპეტენტური ინფორმაცია მუნიციპალურ სერვისებზე, როგორებიცაა: სოციალური, ქონების მართვის, არქიტექტურის, ზედამხედველობისა და ჯარში გაწვევის სერვისები. ასვე ჩატბოტის დახმარებით მიიღებთ COVID19-თან დაკავშირებულ ინფორმაციასაც.

"ეს არის ფეისბუქზე ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას შეეძლება, მიიღოს სრული ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რასაც თვითმართველობა ახორციელებს ქალაქ რუსთავში...

საკმაოდ საინტერესო პროექტია, მსგავსი რამე საქართველოში არ გაკეთებულა. არცერთ საჯარო სტრუქტურას ამდაგვარი პროდუქტი არ აქვს, ჩვენ ვართ პირველები",- განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას რუსთავის ინოვაციების ჰაბის გამგეობის თავმჯდომარემ, რევაზ ბარბაქაძემ.

ამ პლატფორმის დახმარებით მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ზემოთ ჩამოთვლილ სერვისებთან დაკავშირებით 700-მდე კითხვის პასუხი მიიღოს.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მიერაა დაფინანსებული.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები