რუსთავში პოლიციამ მამაკაცები დააჯარიმა [video]

2020-04-27 23:26:02

რუსთავში პოლიციამ ცენტრალურ ქუჩაზე მამაკაცები დააჯარიმა. [ვიდეო/video]

ახალგაზრდები მეგობრობის გამზირზე გადაადგილდებოდნენ რა დროსაც მათ პოლიციის თანამშრომლები მიუახლოვდნენ და შენიშვნა მისცეს. პოლიციელები აცხადებდნენ რომ შენიშვნის მიუხედავათ მამაკაცებმა მოძრაობა განაგრძეს და არ გაითვალისწინეს მოწოდება. დაჯარიმებული ახალგაზრდები აცხადებდნენ რომ მათთვის არც შენიშვნა მიუცია ვინმეს და არც წესები არ დაურღვევიათ. მამაკაცებისთვის გაუგებარი იყო თუ რა მოტივით მოხდა დაჯარიმება.

პოლიციამ პირები საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო დააჯარიმა და თითოს 3000 ლარის ოდენობისა ჯარიმა გამოუწერა.