ვინ მიიღებს დახმარებას რუსთავში

2020-04-30 00:31:27

მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო სხვადასხვა სოციალური ფენისთვის სახელმწიფომ ფულადი დახმარება გამოყო.

მათ შორის მოხვდნენ ის სოციალურად დაუცველი პირებიც, რომელთა სარეიტინგო ქულაც 65 000-დან 100 000-მდეა.

საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავი დაინტერესდა, თუ რამდენი სოციალურად დაუცველი შეიძლება გახდეს სახელმწიფო დახმარების მიმღები რუსთავში.

ამის გასარკვევად ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსს ბესიკ ტეფნაძეს დავუკავშირდით.

მათი ინფორმაციით ამ დროს მონაცემებით რუსთავში ზოგადი დახმარების მიმღები, რომელთა სარეიტინგო ქულა 1000-დან 100 000-მდეა, სულ 8402 ბენეფიციარია.

8402-დან 2279 ის ბენეფიციარები არიან, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულაც 65 000-დან 100 000-მდე აქვს და ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით სახელმწიფოსგან დახმარებასაც სწორედ ისინი მიიღებენ.

შეგახსნებეთ, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით სახელმწიფო იმ სოციალურად დაუცველებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 65 000-დან 100 00-მდეა 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობის დახმარებას აღმოუჩენს, ანუ თვეში 100 ლარით დაეხმარება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები