მამაკაცმა უფულობის გამო სუიციდი სცადა [video]

2020-04-27 20:15:58

რუსთავში მცხოვრები აბდულაევების 4-სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. [ვიდეო/video]

ოჯახი რამდენიმე თვეა რუსთავში ქირით ცხოვრობს, თუმცა სამსახურის დაკარგვის შემდეგ ოჯახის უფროსი, სახლის მეპატრონეს ქირის ფულს უკვე მესამე თვეა ვეღარ იხდის.

უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს, სადაც ორი მცირეწლოვანი ცხოვრობს, დავალიანების გამო ჩაუჭრიან ბუნებრივი აირს. ოჯახის უფროსის თქმით, უფულობის გამო კომუნალური გადასახადი რომელიც დაახლოებით 170 ლარს შეადგენს, ვერ გადაიხადა რის გამოც "სოკარ გაზი" ოჯახს ბუნებრივ აირის შეუზღუდავს. ინფო რუსთავის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო მამაკაცმა სუიციდი სცადა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

ელმან აბდულაევის განცხადებით, მათ დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართეს რუსთავის მერიას თუმცა, მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე მუნიციპალიტეტისგან შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა. აბდულაევა ამბობს, რომ მიზეზი რის გამოც მერია ოჯახს ვერ დაეხმარა ის არის, რომ თავად გარდაბნის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული. შესაძლოა ცოლ-ქმარი 2 მცირეწლოვანთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩეს. ოჯახი ამ დრომდე თავშესაფრის მოლოდინშია.