ავტომობილებით სავსე რუსთავი [photo]

2020-04-27 14:45:18

საქართველოში 27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება ნაბადართულია.

შეზღუდვა მოიხსნა ტაქსების ოპერირებაზეც. მას შემდეგ რაც აკრძალვები მოიხსნა დილიდან გადატვირთული იყო რუსთავის ცენტრალური ქუჩები. ავტომობილების სიმრავლე იყო სუპერმარკეტების მიმდებარე ტერიტორიაზე და კვების ობიექტებთან, მცირე საცობი შეინიშნებოდა შარტავას გამზირზე, რუსთაველების ნაწილმა ქალაქი დატოვა ნაწილი კი ქალაქში ბრუნდებოდა.

რაც შეეხება რუსთავში შესვლა-გამოსვლის აკრძალვას, რომელიც 15 აპრილიდან მოქმედებს, 27-28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია რუსთავში შესვლა და ამ ქალაქიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

საქართველოს მასშტაბით ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00-დან დილის 06:00 საათამდე.

ნახეთ ინფო რუსთავის ფოტორეპორტაჟი რუსთავის ქუჩებიდან.