იხსნება თუ არა სასაფლაოები

2020-04-27 11:29:06

საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავი დაინტერესდა 27-28 აპრილს რიგი აკრძალვების დროებით მოხსნაში შედიოდა თუ არა სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვაც.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად რუსთავის მერის დაქვემდებარებაში მყოფ შპს "გემას" დირექტორს ნუგზარ ლურსმანაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც ინფო რუსთავს განუცხადა, რომ ამ დროისთვის სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა კვლავ ძალაშია და იმ აკრძალვებს შორის, რომელიც 27-28 აპრილს დროებით მოიხსნა, არ შედის.

იგივე განგვიცხადეს მთავრობის ცხელ ხაზზე(144) და გვითხრეს, რომ სასაფლაოები ამ დრომდე ისევ დაკეტილი რჩება და როდის გაიხსნება ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 27-28 აპრილს რიგი შეზღუდვები დროებით უქმდება, რომლის ფარგლებშიც ავტომობილით გადაადგილება ნებადართულია და გაიხსნა ჩაკეტილი ქალაქები, მათთვის ვისაც სოფლიდან ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება უნდათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები