რუსთავში ტირ-პარკი მოეწყო

2020-04-28 21:54:51

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ტერიტორიაზე, ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის ტირ-პარკი მოეწყო - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.

ტირ-პარკის ტერიტორიაზე, ტრაილერების მძღოლები შეძლებენ მომდევნო სატრანზიტო რეისამდე ცხოვრებას.

"ქართველი მძღოლები რომლებიც, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებენ და ამ მანქანებს მართავენ შეძლებენ ტირ-პარკის ტერიტორიაზე ცხოვრებას. ერთი ფოთში გაიხსნა და მეორე რუსთავში. და აქ ჩართულები ვართ თავიდან ბოლომდე", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიზე, მძღოლებისთვის ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი, მოწყობილია სველი წერტილები და სასადილო.