სპეციალური საშვები რუსთაველებისთვის

2020-04-29 10:01:54

29 აპრილიდან, რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საშვით შეძლებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ,თბილისში მაცხოვრებლებისთვის ნებართვის მისაღები ფორმა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე ელექტრონულად უნდა შეავსოს.

“შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავლჯერადს). უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება დანარჩენ 2 ქალაქს, სადაც შესვლა და გასვლა აკრძალულია – ბათუმს და ქუთაის, აქ მცხოვრებმა ადამიანებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად რეგიონულ შტაბებს უნდა მიმართონ.