კატეგორიულად გამორიცხულია, 9 დასახელების პროდუქტზე მოხდეს ფასის ზრდა - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.
ქალაქის მერის თქმით, პროდუქტებზე ფასი, მხოლოდ, სავალუტო ოპერაციებიდან გამომდინარე იცვლება.
"შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ახორციელებენ მონიტორინგს 9 პროდუქტზე, რომელზეც მთავრობამ აიღო გარკვეულწილად რაღაც სახის ვალდებულება და რეგულაციები დააწესა. უბრალოდ, გარდა ამ ფასების კონტროლისა, არის რაღაც ინდექსი განსაზღვრული სავალუტო ოპერაციებიდან გამომდინარე. როდესაც იზრდება კურსი ან მცირდება, ამის გათვალისწინებით ხდება ფასის ცვლა პროდუქტებზე", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
მთავრობამ 9 ძირითად სასურსათო პროდუქტის ფასი პირდაპირი სუბსიდირების გზით შეინარჩუნა. ეს სასურსათო პროდუქტებია - ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი. იმ შემთხვევაში, თუ მაღაზიები ძირითად სასურსათო პროდუქტებზე გაზრდიან ფასს, რომლის სუბსიდირებასაც საქართველოს მთავრობა ახდენს, დაჯარიმდებიან.
შეგახსენებთ, რომ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე, ფასების მონიტორინგი რუსთავში ყოველდღიურად ხორციელდება. ნახეთ ბმული