მედიკამენტებით დახმარების პროგრამა რუსთავში

2020-04-26 11:37:31

რუსთავის მუნიციპალიტეტმა მოსახლეობის დახმარების კიდევ ერთი პროგრამა აამოქმედა. პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მერია მოქალაქეებს მედიკამენტებითა და ჩვილ ბავშთა კვების პროდუქტებით ეხმარება. მათ ვისაც, მედიკამენტებისა და ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტის შეძენის პრობლემა აქვთ, მერიის ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ, პროდუქციას სახლში მიუტანენ. ახალი პროგრამა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში აქამდე არსებული - მედიკამენტებით დახმარების პროგრამის პარალელურად ხორციელდება

"არსებული მდგომარეობიდან გამომადინარე იყო გარკვეული პრობლემები, რომლებიც ქალაქის სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრებთან - პოლიკლინიკებთან თანამშრომლობით გადავწყვიტეთ. პანდემიის ფონზე შექმნიული სიტუაციის გამო, ბენეფიციარის შერჩევა კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით არ ხდება.
მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების გადამისამართება ხდება ქალაქის დიაგნოსტიკურ ცეტრებში და თუ მოქალაქეს, ოჯახის ექიმთან ბოლო ორი სამი-წლის განმავლობაში, ერთხელ მაინც აქვს ვიზიტი განხორციელებული, ოჯახის ექიმის მიერ ხდება წამლის რეცეპტის და ფორმა 100-ის  გამოწერა დისტანციურად, ელექტრონულად. შემდეგ ვიძენთ ამ წამლებს და მიგვაქვს ადგილზე მათთან, ვინც ამას საჭიროებს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

პროგრამა, მერის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება. პარალელურად, გრძელდება მოსახლეობის საკვებით დახმარების კამპანიაც, რომლის ფარგლებშიც, რუსთავის მერიამ საკვები პროდუქტი დღეისათვის უკვე 13 000-ზე მეტ მოქალაქეს მიუტანა სახლში.

ინფორმაციას რუსთავის მერიის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.