ავტომობილებისგან დაცლილი რუსთავის ქუჩები [photo]

2020-04-25 23:26:55

რუსთავის ფოტოები რომელიც ისტორიას დარჩება.

დრონით გადაღებული კადრები და ავტომობილებისგან დაცლილი ქუჩები.

მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ უფრო გაამკაცრა და ყველა ქალაქში ავტომობილით მოძრაობა აკრძალა რუსთავის ქუჩები 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან ავტომობილებისგან დაცარიელდა.

ადგილობრივებმა საკუთარი ავტომანქანები ეზოებში გააჩერეს და ქუჩაში ოჯახებთან ერთად გამოვიდნენ, ზოგიერთმა მათგანმა კი რამდენიმე წლის წინ ავტოფარეხში გაჩერებული ველოსიპედი გამოიყვანა და რუსთავის ქუჩებში ისე გადაადგილდებოდა.

27 აპრილიდან ქალაქში ავტომობილებით გადაადილება ისევ ნებადართული ხდება.