მოსახლეობა ხეების გადაბელვას აპროტესტებს (ვიდეო)

2017-05-03 19:49:44

რუსთავში 21-ე მიკრორაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის მოსახლეობა ხეების გადაბელვას აპროტესტებს. ტერიტორიაზე დღეს დილით ააიპ “უზრუნველყოფის“ სამსახურმა ავარიული ხეების გადბელვა დაიწყო, თუმცა მოსახლეობის პროტესტის გამო სამუშაოები შეაჩერეს.

ააიპ „უზრუნველყოფის სამსახურის“ უფროსის მოადგილის გოჩა კიკაჩეიშვილის განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ხეების გადბელვის თხოვნით განცხადება რამდენიმე წლის წინ კორპუსის ყოფილმა თავმჯდომარემ ლილი კანკავამ დაწერა, მას შემდეგ კი ცხელ ხაზზე იგივე მოთხოვნით ზარი რამდენჯერმე შევიდა. აღმოჩნდა რომ სახლის მაცხოვრებლების ნაწილი ხეების გადაბელვის მომხრეა ხოლო ნაწილი წინააღმდეგი.

ადგილზე ამ დროისთვის 8 ხეა გადბელილი, ააიპ „უზრუნველყოფაში“ აცხადებენ, რომ ხეები გაიხარებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ძლიერი ქარის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე 3 ხე გადატყდა. ნახეთ ვიდეო