რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება 5-6 წლიანი ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელთა მიღებას იწყებს. როგორც „ინფო რუსთავს“ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუცუშვილმა განუცხადა, 5-6 წლის ასაკის ბავშვთა მიღება განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს, ამიტომ მშობლებმა სასურველ ფილიალებს შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა მიმართონ. განცხადებების ბოლო ვადად კი 15 მაისი განისაზღვრა.
„ყველა ბაღში მიიტანენ განცხადებებს, სადაც მოგროვდება რაოდენობა ბავშვთა ისეთი, რომ ჯგუფი გაიხსნას, გავხსნით ჯგუფს, სადაც არ მოგროვდება, სხვაგან გადავანაწილებთ რომ ჯგუფებში მაინც მოვახვედროთ ეს ბავშვები და მაინც იარონ ბაღებში“- განაცხადა ეკა ხუციშვილმა „ინფო რუსთავთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, 5-6 წლიანი ასაკობრივი ჯგუფის კატეგორიის ბავშვებს მიეკუთვნებიან 16.09.2011- 15.09.2012 წლებში დაბადებული ბავშვები.