რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული შეიყვანეს.
"ინფო რუსთავთან" საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ პაციენტი ბოლნისიდან რუსთავში მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადმოიყვანეს.
"ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან კორონავირუსით ინფიცირებული დადასტურებული შემთხვევა გადმოიყვანეს ჩვენთან, იმის გამო, რომ პაციენტს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მთავრობის დადგენილების მიხედვით დაევალა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს ასეთი პაციენტების მართვა შესაბამისი ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშ", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ცენტრაული საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ.
პაციენტი განთავსებულია ბოქსირებულ პალატაში და არის იზოლირებული, მისი ჯანმრთელობის მდომარეობა სტაბილურია.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის ცხელების ცენტრში მყოფი პაციენტების ტესტების პასუხები კორონავირუსზე უკვე ცნობილია და შვიდივე პაციენტის ტესტზე პასუხი უარყოფითია.