რუსთავში ლიფტის ყულაბა გატეხეს [video]

2020-04-24 00:55:45

რუსთავში ლიფტის ყულაბა გატეხეს [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 35 წლამდე მამაკაცმა, შარტავას გამზირზე, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ლიფტის ყულაბა გატეხა, თანხა გაიტანა და მიმალვას ცდილობდა. ხმაურზე მეზობლები გამოვიდნენ და პოლიციაში დარეკეს.

მისამართზე მალევე გამოცხადნენ რუსთავის პოლიციის თანამშრომლები. სამართალდამცველებმა მამაკაცი ადგილზე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით ლიფტის ყულაბაში 30 ლარამდე თანხა იყო რომლის მოპარვასაც აღნიშნული პირი აპირებდა.