რუსთაველები ეზოში შეკრებისთვის დააჯარიმეს [video]

2020-03-22 00:14:25

რუსთაველები ეზოში შეკრებისთვის დააჯარიმეს [ვიდეო/video]

რუსთავის პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 3 რუსთაველი დააჯარიმა, ერთმა პირმა კი ადგილიდან გაქცევა მოახერხა. თითოეული მათგანი 3000-3000 ლარით დაჯარიმდა. ფაქტი ახალ რუსთავში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა.

"წესები არ დამირღვევია უბრალოდ შემთხვევით მოვხვდი იმ პირების სიახლოვეს რომლებიც ეზოში სკამზე ისხდნენ", - განაცხადა ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა ინფო რუსთავთან.

რაც შეეხება ეზოში სააღდგომოდ გაშლილ სუფრას, რუსთავში, ახმეტელის ქუჩის ერთ-ერთ ეზოში, საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ და აღდგომა აღნიშნეს. სუფრასთან 3 მამაკაცი იყო.

პოლიციამ მათ გაფრთხილება მისცა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები შეახსენეს. რუსთაველებმა სამართალდამცავების რეკომენდაცია გაითვალისწინეს და ტერიტორია მალევე დატოვეს.