ვინ წაუკიდა ცეცხლი სააკაშვილის ბიბლიოთეკას [video]

2020-04-19 21:04:19

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დღეს ხანძარი იყო. [ვიდეო/video]

ხანძრის ამსახველი ვიდეო მასალა თავად იმ პიროვნებამ გამოაქვეყნა, რომელმაც, სავარაუდოდ, ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა.

აღნიშნული ფაქტის დროს ის Facebook-ის პირდაპირ ეთერში იყო. ვიდეოში ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, მან კორონავირუსის ბუდეს მიაგნო და მისი დემონტაჟი სურდა. მალევე ისმის მსხვრევის ხმა და შემდეგ კადრში ჩანს, თუ როგორ უკიდია ცეცხლი შენობას.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა დაზიანდა შენობის ინვეტარი.

შინაგან საქმეთა სამინიტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება  187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.


 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები