მამა მიქაელი საჯარო მოხელეებზე [video]

2020-04-19 12:31:22

რუსთავში ხარების სახელობის ეკლესიაში ღამისთევის მსახურება ჩატარდა. სააღდგომო ლიტურგიაზე არ იმყოფებოდნენ ადგილობრივი მთავრობის წევრები. ფაქტს დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი გამოეხმაურდა და აღნიშნა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობას მითითება ჰქონდა რომ ლიტურგიას არ დასწრებოდა. [ვიდეო/video]

"ჩვენ უფლის მსახურები ვართ. თუკი რამეში ვჭირდებით ღმერთს, კეკლუცობაში და კოხტაპრუწობაში კი არა ვჭირდებით, ღვთის მსახურებაში ვჭირდებით. ჩვენ არავის მოვუწოდებთ, რომ მოვიდეს ან არ მოვიდეს. ვინც არის მოსული, თავისი ნებითაა მოსული.

წინა წლებთან შედარებით, ხალხი ავტობუსებით მოდიოდა და ახლა ლამის ფეხით გადაადგილება აუკრძალონ ადამიანებს. ყველა საჯარო მოხელე, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ აქ ეზიარებოდა და თავს წარმოაჩენდა დიდი კელაპტრებითა და მუხლზე დგომით, თვალზე ცრემლებით, ისინი არ მოდიან, მითითება აქვთ ასეთი. უბრალო ადამიანმა, როგორც შეძლო ისე მოვიდა. ზოგი ველოსიპედით, ზოგი ფეხით, ვირით, ზოგი მოიკიდეს და ისე მოიყვანეს, იმიტო, რომ უნდოდა",- განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას ხარების ტაძრის წინამძღვარმა მიქაელ ჭაბაშვილმა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები