რუსთავში დაბრუნებული მოქალაქეები შემოწმდებიან

2020-04-18 17:26:22

ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან რუსთავში დაბრუნებულ მოქალაქეებს შემოწმება ჩაუტარდებათ - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.

ტაბაღუას ინფორმაციით, ქალაქში შემოსვლის მსურველები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან. ასევე, მოხდება მოქალაქეების გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ქვეყნის რომელი კუთხიდან ბრუნდებიან  რუსთავში ისინი.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, თუ საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა, მოქალაქეს რუსთავის შემოსასვლელიდან პირდაპირ ცხელების ცენტრში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რუსთავი 15 აპრილს, 21:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში ჩაიკეტა. ასევე ჩაიკეტა კიდევ სამი დიდი ქალაქი, თბილისი, ბათუმი და ქუთაისი. ოთხივე ქალაქში 10 დღით შესვლა და გამოსვლა იკრძალება ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით.