"საყოველთაო სეირნობა რუსთავში" [photo]

2020-04-17 15:18:14

რუსთავის ქუჩებში "საყოველთაო სეირნობა" მოეწყო. დღეს ქალაქში გამოიდარა და ფეხით მოსიარულეთა საკმაოდ დიდი ნაკადი შეინიშნებოდა. როგორც ჩანს, საზოგადოება ოჯახთან ერთად ქუჩებში სეირნობას არ ერიდება. ასევე, აქტიურად შეინიშნებოდა ავტომობილების ალტერნატიული საშუალებით, ველოსიპეტებით ჩანაცველება. რუსთავის ქუჩებში დღის განმავლობაში ველოსიპეტითა და მოტოციკლით მოძრავ არაერთ ადამიანს შეხვდებოდით. გარდა ამისა, რუსთავის ეზოებში დღეს ძველებურად, ჯგუფურად თამაშობდნენ ბავშვები.

ავტომობილებით გადაადგილების სრულად აკრძალვას რუსთაველების უმეტესობა დადებითად შეხვდა. ზომების გამკაცრებას ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიესალმება და მეტიც, პროტესტს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფონზე ქალაქში ფეხით გადაადგილების გააქტიურება შეინიშნება. 

"თუ ხალხი გარეთ გამოეფინა, რა აზრი აქვს მანქანების აკრძალვას", "ძალიან კარგია, თუმცა ხალხი მაინც დადის ქალაქში", "რატომ მოძრაობს ამდენი ადამიანი?" - წერდნენ სოც ქსელის. მომხმარებლები საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" პირდაპირი ეთერის კომენტარებში. ეთერში ავტომობილებით მოძრაობის აკრძალვის შემდეგ ქალაქში არსებული ვითარება იყო ნაჩვენები.

იხილეთ პირდაპირი ეთერის ლინკი 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები