ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვი 19-ით გაიზარდა

2020-04-17 12:05:07

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვი 19-ით გაიზარდა.

ინფიცირებულთა შორის 5 სამედიცინო პერსონალია, ასევე ინფიცირებულთა შორის უმეტესობა მათი ოჯახის წევრები არიან. კოროავირუსი დაუდასტურდა სასულიერო პირსაც. შოთა რეხვიაშვილის თქმით მას მრევლთან შეხება არ ჰქონია. 

ვირუსი ასევე დაუდასტურდა მუნიციპალიტეტის თანამშრომელს, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

"ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სამწუხაროდ, გვაქვს მასშტაბური ზრდა დაავადების გავრცელების. ეს არის 19 დადასტურებული ფაქტი. მათ შორის ძირითადად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის კლასტერიდან, ოჯახის წევრები და არა მარტო. ასევე არის ერთი დადასტურებული ფაქტი მარნეულის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ექთანი, რომელიც ათი დღის განმავლობაში იყო კარანტინში დაკვირვების ქვეშ. თუმცა ბოლო კვლევით დაუდასტურდა. შესაბამისად ვიღებთ შესაბამის ზომებს და ეს ზომები არის გამკაცრების. მათ შორის 9 გამოჯანმრთელებული და სამწუხაროდ ერთი გარდაცვლილი. კორონავირუსი ასევე დაუდგიდა სასულიერ პირს. იქ საკარანტინე რეჟიმი დიდი ხანია გავრცელებულია, სადაც მღვდელი მოღვაწეობს მრევლი არ დადის და წირვა-ლოცვა მათ გარეშე ტარდება",- განაცხადა შოთა რეხვიაშილმა

მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონში 70 დადასტურებული შემთხვევაა.