იკრძალება თუ არა ტაქსით გადაადგილება

2020-04-17 00:54:06

ინფო რუსთავი დაინტერესდა, ახალი რეგულაციის ფარგლებში, რომლითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა, ექნებათ თუ არა ტაქსებს ქალაქში მოძრაობის უფლება.

მთავრობის ცხელ ხაზზე, 144-ზე, განგვიცხადეს, რომ აკრძალვა ვრცელდება ყველანაირი სახის ავტომობილზე, მათ შორის ტაქსებსზეც და მათი ქალაქში მოძრაობა მგზავრთა გადაყვანის მიზნით საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა იქნება.

თუმცა აქაც არის გამონაკლისი და გადაადგილება არ ეკრძალებათ სატრანზიტო სატვირთოებს, სადისტრიბუციო და დელივერის ავტომობილებს. ასევე იმ უწყებების სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც სპეციალური საშვი აქვთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები