დაიკეტება თუ არა სასაფლაოები რუსთავში

2020-04-16 12:00:29

“ინფო რუსთავი” შეეცადა, გაერკვია, დაიკეტება თუ არა სასაფლაოები რუსთავში.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული არ გამორიცხავს, რომ წინასააღდგომოდ რუსთავში სასაფლაოები დაიკეტოს.

შოთა რეხვიაშვილი ამბობს, რომ ეს არ იქნება მოულოდნელი გადაწყვეტილება. გუბერნატორის განცხადებით, საკითხზე შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და მოსახლეობა აღნიშნულის თაობაზე წინასწარ იქნება ინფორმირებული.