რუსთავი გუშინ 21 საათიდან ჩაიკეტა.
ამ დროისთვის ქალაქის გასასვლელებსა და შემოსასვლელებს პოლიცია და სამხედროები აკონტროლებენ.
მსუბუქი ავტომობილები, დისტრიბუციის მანქანები და სატვირთო გადამზიდავი ტრაილერები სპეციალურ გამშვებ პუნქტან დგანან და პოლიციელების მითითებებს ელოდებიან რათა ისინი მთავარ ბლოკ-საგუშაგოსთან მოხვდნენ და შემდეგ დატოვონ ქალაქი.
შეგახსენებთ რომ შეზღუდვები არ ეხებათ:
1. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გადაადგილებას მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.
2. საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს.
3. საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.
4. ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გადაყვანას.
5. ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობების ინკასაციას.
6. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყლის მიწოდების მიზნით გადაადგილებას.
7. ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას.
8. სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთან.
9. ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით მედია საშუალებების წარმომადგენელთა გადაადგილებას.
10. სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას - მიცვალებულის გადასვენებას ან დაკრძალვას.
11. ჰუმანიტარული მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების გადაადგილებას.
12. კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას.
13. იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა გადაადგილებას, რომელთა საქმიანობაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს.
14. ასევე, მთავრობის დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელ იმ სუბიექტებს, რომლებიც არიან ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.