რუსთავის ქუჩების დეზინფექცია მიმდინარეობს

2020-04-15 22:19:01

რუსთავის ქუჩების დეზინფექცია მიმდინარეობს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით რუსთავის ცენტრალური ქუჩები ირეცხება. მიმდინარე სამუშაოებს რუსთავის მერი გაეცნო.

ირაკლი ტაბაღუას ინფორმაციით, სპეციალური ხსნარით მუშავდება როგორც გზის სავალი ნაწილი ასევე ტროტუარები.

საპრევენციო ღონისძიების ფარგლებში, პარალელურად დეზინფექცია უტარდება სუპერმარკეტების მიმდებარე ტერიტორიებსაც.

სამუშაოებს „რუსთავსერვის ცენტრი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.


RUSTAVI