რამდენიმე საათში რუსთავი იკეტება

2020-04-15 13:04:19

რუსთავში, როგორც შემომსვლელთა, ასევე გამსვლელთა ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის ავტობანზე, სადაც მთავარი ბლოკ-საგუშაგოა მოწყობილი, ავტომობილების მოძრაობა, ორივე მხრიდან, საკმაოდ ინტენსიურია.

საკონტროლო პუნქტებთან, საეჭვო ავტომობილებს აჩერებენ და მოქალაქეებს თერმოსკრინიგს უტარებენ. ბლოკ-საგუშაგოსთან, მოწყობილია სპეციალური ადგილი, სადაც ავტომობილებს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება.

ადგილზე მობილიზებულები არიან, როგორც სამართალდამცავები, ასევე სამხედროები.

შეგახსენებთ, რომ ქალაქში შემომსვლელებისა და გამსვლელების ნაკადი, მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 15 აპრილს, 21:00 საათიდან, 10 დღის განმავლობაში, 4 დიდი ქალაქი იკეტება. ნახეთ ბმული