„რუსთავსერვის ცენტრმა“ ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, მისასვლელი გზა და ფერდობები დაასუფთავა.
ტერიტორია ეკალ-ბარდების, პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა ნარჩენებისაგან გაიწმინდა. დასუფთავების სამუშაოებში სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელი იყო ჩართული.
"აღდგომის დღესასწაულის მოახლოვებასთან დაკავშირებით, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით შესრულდა. სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სანაგვე ურნები. წინასააღდგომოდ რამდენიმე ერთეული ურნა კიდევ დაემატება. მოსახლეობას მინდა ვთხოვო, რომ ნუ დავაბინძურებთ გარემოს"- განაცხადა რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ.