მე-12 და მე-16 მკრ-ების შორის არსებული ტერიტორია, ე.წ. ჯართით არის დანაგვიანებული. პრობლემის მოგვარების თხოვნით „ინფო რუსთავს“ გვერდის მომხმარებელი, რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა. მათი თქმით აღნიშნული ტერიტორია, სამშენებლო მასალებითა და დაშლილი მანქანების ნაწილებით არის დანაგვიანებული. "ინფო რუსთავმა" აღნიშნულის შესახებ ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს აცნობა. ამ დროისთვის სამსახურის თანამშრომლების მიერ პრობლემა უკვე მოგვარებულია.
ტერიტორიის მსგავსი ნარჩენებისგან გასუფთავებაზე, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურია პასუხისმგებელი. სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან კუპატაძის განმარტებით, მათი თანამშრომლების მიერ, ქალაქის ქუჩები პერიოდულად სუფთავდება. თავდაპირველად, სამშენებლო მასაალების ნარჩენების მეპატრონე სიტყვიერ გაფრთხილებას იღებს, შემდეგ წერილობითს, შემდეგ კი ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში კი, თუ მეპატრონის დადგენა ვერ მოხერხდა, ტერიტორიას შესაბამისი სამსახურები ასუფთავებენ.