სკოლები რეაბილიტაცია შესაძლოა სასწავლო წლის ბოლოს დაიწყოს

2017-05-01 18:05:27

აშშ-ს ათასწლეულების გამოწვევის ფონდის მიერ სკოლების სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოხვედრილი რუსთავის სოკლების რეაბილიტაცია შესაძლოა, მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს დაიწყოს. სამუშაოების დაწყებას სკოლებში, 2017 წლის დასაწყისში ვარაუდობდნენ, თუმცა სამუშაოების სკოლებში ამ დრომდე არ დაწყებულა. პროექტის ფარგლებში №4, №15 და № 28 საჯარო სკელების კეთილმოწყობა იგეგმება.

სავარაუდო ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოსწავლეებსი შემდეგნაირად გადანაწილდებიან.

№4 სკოლა - დილის ცვლა №10 საჯარო სკოლაში, 1-დან 6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები კი №22-ე საჯარო სკოლაში გადაინაცვლებენ.
№28 სკოლა - მოსწავლეების გადანაწილებისთვის რამდენიმე სკოლის ალტერნატივას განიხილავს, მათ შორის №5, №8 და №23 საჯარო სკოლებს.
№15 სკოლა - ყველა მოსწავლე კი №25 საჯარო სკოლის მე-2 ცვლაში გადაინაცვლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების კონკრეტული დრო ჯერ-ჯერობით უცნობია.

საქართველოს მასშტაბით, სკოლების რეაბილიტაციისთვის,აშშ-ს მთავრობამ 54 მილიონი დოლარი გამოყო