ჩატარდება თუ არა, რუსთავის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები - "ინფო რუსთავის" კითხვას ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ უპასუხა.
ქალაქის მერის თქმით, რუსთავში, კონკრეტული ლოკაციები მონიშნულია, სადაც საჭიროა დეზინფექციის ჩატარება. გამოიყოფა საგანგებო სამსახურის სპეცტექნიკა და ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
"კიდევ ერთხელ მინდა გავაჟღერო და ვთქვა, რომ არ შეწყვეტილა, იმ ობიექტების დამუშავება, რომლებიც დღესაც მუშაობენ. ასევე, არ დარჩენილა არცერთი ობიექტი, რომელიც საეჭვოდ ჩაითვალა. დამატებით, არის კიდევ ლოკაციები, სადაც აუცილებლად ჩავატარებთ იმ სადეზინფექციო სამუშაოებს, რომელიც საჭიროა. ძირითადად დაკვირვების პროცესში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ადამიანთა ნაკადი კონკრეტულ ლოკაციებზე გაზრდილია და შესაბამისად მოხდება ამ ლოკაციების დამუშავება", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციის, დეზინფექცია ჩატარდება ცენტრალურ ქუჩებზე, მაღაზიების, აფთიაქების, ბანკების მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ადამინების დიდი ნაკადი შეინიშნება.