რუსთაველი პაციენტების ტესტის პასუხები ცნობილია

2020-04-12 20:11:21

რუსთავის ცხელების ცენტრში 4 პირი გადის მკურნალობას.

ოთხივე პაციენტს ტესტი კორონავირუსზე გუშინ აუღეს.

ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან ტესტების პასუხები უკვე ცნობილია.

არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.