ბზობა რუსთავის ტაძრებში [photo]

2020-04-12 12:33:14

დღეს მარათმადიდებლური ეკლესია ბზობის დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება.

ამ დღესასწაულზე მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ.

როგორ აღნიშნეს ბზობის დღესასწაული რუსთავის ეკლესიებში ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პარალელურად - გთავაზობთ ფოტოკოლაჟს.

ტაძარში მისულ ხალხს წირვის მიმდინარეობის დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ახსენებდნენ და მისი დაცვისკენ მოუწოდებდნენ. მრევლი სოციალურ დისტანციას ძირითადად იცავდა, თუმცა ხალხმავლობა მაინც შეინიშნებოდა იმ ადგილებზე, სადაც ბზა იყიდებოდა.

ფოტოები გადაღებულია, რუსთავის სიონის, ხარების, წმინდა ნიკოლოზის სახელობის, გორგასლისა და მთავარანგელოზის ტაძრების ეზოებში.