ელექტრო ენერგიის მიწოდება რუსთაველებს დაახლოებით 1 საათში აღუდგებათ.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ავარიულად გათიშულ ქვესადგურში სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.
ადგილზე მივიდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.
შეგახსენებთ, ქალაქის დიდ ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება.
დენი არ მიეწოდება მარცხენა სანაპიროს და მარჯვენა სანაპიროს აბონენტების ნაწილს.