რუსთავის ნაწილს ელ.ენერგია არ მიეწოდება

2020-04-10 21:23:44

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ავარიულად გაითიშა ერთერთი ქვესადგური.

ქალაქის დიდ ნაწილის ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

დენი არ მიეწოდება მარცხენა სანაპიროს მთლიანად და მარჯვენა სანაპიროს აბონენტების ნახევარს.

კომპანია "ენერგოპრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ მოხდა ავარიული გათიშვა.

ადგილზე იმყოფება სამუშაო ჯგუფი და მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ელექტროენერგიის აღდგენა მინიმუმ 40 წუთში მოხდება, მდგომარეობის გართულების შემთხვევაში კი მაქსიმუმ 2 საათში.