მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-04-10 20:21:25

11-12 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

13 აპრილიდან კი გამოიდარებს და შედარებით დათბება.

თბილისში უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 11 აპრილი +16°C, 12 აპრილი +14°C, 13 აპრილი +14°C, 14 აპრილი +16°C.