ავარია ლეონიძეს ქუჩაზე (ვიდეო)

2017-05-01 11:02:46

ავტოსაგზაო შემთხვევა ლეონიძეს ქუჩაზე (ლეონიძეს და მოდებაძეს ქუჩების კვეთაზე) დაახლოებით 10:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ოპელი"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსი დაეჯახნენ. ავარიის შედეგად "ოპელი"-ს მარკის ავტომობილმა მთლიანად დეფორმაცია მიიღო, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც უვნებლად გადარჩა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ნახეთ ვიდეო.