რუსთავში დროებითი სანოტარო ბიურო გაიხსნა

2020-04-10 13:46:59

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ რუსთავსა და გორში დროებითი სანოტარო ბიუროები გაიხსნა.

"6 აპრილიდან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სრულად დისტანციურად გაანახლა საქმიანობა. ეროვნული არქივი იყო შემდეგი, ვინც თავდაპირველმა რვა ყველაზე მოთხოვნადი და მოხმარებადი სერვისის გაცემა დაიწყო. ეროვნული არქივის სერვისებს დღეს დაემატა კიდევ ოთხი სხვა სერვისი. ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად საქართველოს ეროვნული არქივის საჯარო სერვისები არის სრულად დისტანციურად ხელმისაწვდმი.

დილით ჩვენ გორსა და რუსთავში, ასევე თბილისში, წერეთლის გამზირზე, სამი ახალი დროებითი სანოტარო ბიურო გავხსენით. რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისში არსებული სხვა ბიუროები უნდა განიტვირთოს იმ მოქალაქეებისგან, ვინც გორიდან და რუსთავიდან ჩამოდიოდა, ან კიდევ თბილისის სხვა რაიონებიდან, ვინაიდან დიდუბეში გაჩნდა დროებით სანოტარო ბიურო",- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა

თეა წულუკიანის თქმით, მალე სამედიცინო აღჭურვილობებს მიღებენ და შესაძლებლობა იქნება სანოტარო ბიუროების სხვა ლოკაციებზე გახსნა.