ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მშვიდობის ქუჩაზე მოძრავი "სუბარუ"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის ღობე გაანგრია.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მისი გადაყვანა ცენტრალურ საავადმყოფოში მოახერხა.