რამდენი ლარით დაჯარიმდნენ რუსთაველები [video]

2020-04-10 00:05:22

რუსთავში, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის დროს, წესების დარღვევისთვის 160-მდე პირი დააჯარიმა. [ვიდეო/video]

სამართალდამცველებმა პირები დააჯარიმეს კომენდატის საათის დროს გადაადგილების, თვითიზოლაციის წესების დარღვევის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავში, აღნიშნული დარღვევების გამო, 1 კვირაში გამოწერილი ჯარიმების ოდენობა ნახევარ მილიონ ლარს აღწევს. აღსანიშნავია რომ კომენდანტის საათის გამოცხადების და ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან პირველ დღეს ხდებოდა მოქალაქეების გაფრთხილება, თუმცა მომდევნო დღეებში უკვე დაიწყო ჯარიმების გამოწერა.

კომერციული საქმიანობისთვის მხოლოდ 1 იურიდიული პირი დააჯარიმეს 15 000 ლარით.

აღსანიშნავია რომ პოლიციამ რუსთავში დააკავა 5 პირი.

გთავაზობთ ვიდეოს რომელშიც ერთდროულად ყველაზე ბევრი ჯარიმის გამოწერა ნახავთ, აღნიშნული შემთხვევები საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდა.