საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12-ით გაიზარდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 208 ინფიცირებულია.
"დღეს დაგვემატა 13 ახალი შემთხვევა, ამ ეტაპზე ქვეყანაში არის 208 დადასტურებული შემთხვევა. ამ პაციენტებიდან 5 - ბათუმშია, 2- ქუთაისში, დანარჩენი - თბილისში. გამოჯანმრთელებული არის 46 პაციენტი. გუშინ ჩვენს ცენტრში 24 პაციენტის ტესტირება მოხდა და მხოლოდ 2-ზე მივიღეთ დადებითი პასუხი. ჩვენ გვყავდა 4 მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომელთაგან 2 უკვე დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაშია გადაყვანილი. ჯერჯერობით 2 გვრჩება მძიმე პნევმონიით, თუმცა აქაც უკვე შეინიშნება გაუმჯობესება და იმედი გვაქვს, რომ უკვე 1-2 დღეში მათაც ჩვეულებრივ განყოფილებებში გადავიყვანთ. 2 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკია, ეს 2 პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული, ერთ-ერთ მათგანს აქვს დიაბეტი, ანუ ერთთან ორმაგი რისკია - ასაკი და თანარსებული დაავადება დიაბეტის სახით“,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
ასე გამოიყურება ახალი მონაცეები:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 208
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 46
მათ შორის გარდაცვლილი- 3
კარანტინის რეჟიმში - 4674
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 362