ბაღებიდან პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი დაიწყო

2020-04-07 15:03:26

რუსთავის მერიამ საბავშვო ბაღებიდან პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი დაიწყო. დღეს და ხვალ სოციალურ პაკეტს მიიღებს ბაღში ჩარიცხული ყველა იმ აღსაზრდელის ოჯახი, რომელთაც დახმარება წინა ეტაპზე არ მიუღიათ. ასეთი 2400 ბავშვია. 

"მესამე ეტაპი არის 2400 ბავშვზე გათვლილი. 2400 პატარა შეიტანს კალათას თავის ოჯახში. კომუნიკაცია აღმზრდელებსა და მშობლებს შორის ხდებოდა, სოციალური ქსელის დახმარებით. გარკვეული ნაწილი მშობლების არ იმყოფებოდ ქალაქში, გარკვეულმა ნაწილმა კი უარი განაცხადა და გამოთქვა სურვილი, რომ დავხმარებოდით მათ, ვისაც უფრო მეტად უჭირს. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, თანადგომისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც ამ კუთხით გამოიჩინეს", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ. 

ჯამში, სამივე ეტაპზე სოციალური პაკეტი 5 700-მა ბაგა-ბაღის აღსაზრდელმა მიიღო.