შოთა რეხვიაშვილი: ვუერთდებით კარგ ინიციატივას

2020-04-04 14:03:11

ქართული ოცნების ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის წემომადგენლები სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

რეხვიაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით მმართველი გუნდის ინიციატივას უერთდებიან.

"ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების სახელით მინდა გავაკეთო განცხადება და დავაფიქსირო, რომ ვუერთდებით პარტია ქართული ოცნების ძალიან კარგ ინიციატივას და კეთილ საქმეს, ჩვენ 3 თვის ხელფასს, ერთი მესამედის ოდენობით, ჩავრიცხავთ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში, რომ დავაჩქაროთ ამ პროცესების წარმატებით დაძლევა და ყველა საჭირო მიმართულება იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, ფონდში ხელფასის ნაწილს გადარიცხავენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები. აღნიშნულ ინიციატივას რეგიონები ეტაპობრივად უერთდებიან.