ჩაიკეტება თუ არა რუსთავი?

2020-04-03 22:58:41

ჩაიკეტება თუ არა რუსთავი?

დღეს ყველაზე აქტუალური კითხვა რუსთაველებისთვის.

"ინფო რუსთავმა" აღნიშნული კითხვით ჯერ ქალაქის მერს, ირაკლი ტაბაღუას, მოგვიანებით კი სახელმწიფო რწმუნებულს ქვემო ქართლში, შოთა რეხვიაშვილს მიმართა.

მერის და რწმუნებულის ინფორმაციით რუსთავის ჩაკეტვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას. მათივე ინფორმაციით თუ ვითარება ქალაქში გართულდა შესაძლებელია გარკვეული ქუჩები ან მიკრორაიონები დაიკეტოს, მაგრამ ქალაქის ჩაკეტვის გეგმა ამ ეტაპზე არ განიხილება.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ. მათი განცხადებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ კონკრეტულ ქალაქში მკაცრი საკარანტინო ზონის შექმნა საჭიროებას ამ ეტაპისთვის არ წარმოადგენს.