რუსთავში "მაგთის" თანამშრომელი კარანტინში მოათავსეს

2020-04-03 19:55:52

"რუსთავში, მაგთის ოფისის ერთი თანამშრომლი საკარანტინო სივრცეშია გადაყვენილი 2  კი თვითიზოლაციაშია",- ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა.

შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, კომპანია "მაგთის" თანამშრომლებს კონტაქტი ჰქონდათ იმ ოჯახთან, რომლის წევრებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსთავის საკრებულოს წევრსა და მის ოჯახთან დაკავშირებული 50 კონტაქტია გამოვლენილი, რომელიც შეიძლება რისკის მატარებლად ჩაითვალოს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს წევრის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია COVID19-ი დაუდასტურდა, მოგვიანებით საეჭვო სიმპტომებით ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში საკრებულოს დეპუტატიც მოათავსეს, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსით ინფიცირებულია საკრებულოს წევრის მამაც.