პატრიარქის რეკომენდაცია ეკლესიის წინამძღვრებს

2020-04-03 13:11:06

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ეკლესიის წინამძღვრებისთვის სამი რეკომენდაცია გასცა.

პატრიარქი კურთხევაა, რომ კომენდატის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები 16 საათზე დაიწყოს და 20 საათისთვის დაკეტილი იყოს ყველა ეკლესიის კარი. 

პატრიარქის კურთხევის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ “კომენდანტის საათის” გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს 16:00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის. შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600). გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს კომენდატიის სათი და საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე ქუჩაში ყველანაირი სახის  გადაადგილება იკრძალება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები