რუსთავის საკრებულოს და მერიას დეზინფექცია ჩაუტარდა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც რუსთავის საკრებულოს წევრის დედას კორონავირუსი დაუდგინდა.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა "ინფო რუსთავთან" განაცხადა რომ - "საკრებულოსა და მერიას დეზინფექცია ჩაუტარდა. იმ სახლების ნაწილიც სადაც დაინფიცირებულები ცხოვრობდნენ დამუშავდა, ნაწილის დადასტურებას ველოდებით და შესაბამისად ვიმოქმედებთ".