ავტომობილი ბორდიულზე ავარდა და მემორიალურ დაფას დაეჯახა (ვიდეო)

2017-04-29 17:58:58

მეგობრობის გამზირზე, დაახლოებით 17:30 საათზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მემორიალურ დაფას შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მგზავრები ქორწილში მიდიოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ნახეთ ვიდეო